თავში

აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან - "ლელოს" წევრებმა ხელები ყვითელი ყელსახვევებით შეიკრეს 

აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან - "ლელოს" წევრებმა ხელები ყვითელი ყელსახვევებით შეიკრეს 
აქცია-პერფორმანსი სასამართლოსთან - ლელოს წევრებმა ხელები ყვითელი ყელსახვევებით შეიკრეს 

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ხელები ყვითელი ყელსახვევებით შეიკრეს. „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოძრაობა ამ ფორმით, 18 ნოემბერს დაკავებულ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ18 ნოემბერს აქციაზე 37 პირი დააკავა. მათ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ედებათ ბრალად.

მოსამართლემ დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი, გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system