თავში

"აქვს 83-ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

"აქვს 83-ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
აქვს 83-ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, "ბუსტერ" დოზით აიცრა.

ფხაკაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი "მოდერნას" ვაქცინაზე. 

"რატომ ავიცერი "მოდერნას" ვაქცინით?!

არსებული ბოლო კვლევების მიხედვით, "მოდერნას" სრულ ბუსტერდოზას აქვს 83 - ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა, "ფაიზერს" კი - 25-ჯერ.

მე ვარ მეცნიერი და მჯერა მეცნიერების. მჯერა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის და მჯერა პროგრესის.

საქართველოში არის მხოლოდ ერთი მაღალეფექტური ვაქცინა - "ფაიზერი". ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.

ჩინური ვაქცინები "პლაცებო" ვაქცინებია და საერთოდ არაეფექტურია განსაკუთრებით ახალი ვარიანტის წინააღმდეგ", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system