თავში

,,ალბათ, ყველაზე დამანგრეველია" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა

,,ალბათ, ყველაზე დამანგრეველია" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა
,,ალბათ, ყველაზე დამანგრეველია - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, ეთერს დაუბრუნდა. ,,სხვა შუადღეში" ფაცაციამ მაყურებელს კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, მთავარი ფაქტორი, ვირუსის მართვაში, შიშთან ბრძოლაა.

„დამიდასტურდა კოვიდი და აღმოვჩნდი სახლში. ამ 12 დღეს შემიძლია დიდი ასოებით დავარქვა შიში. შიში იმისა, რომ შენი კოვიდინფექცია ხომ არავის გადასდე. ვშიშობდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ, ჩემს კოლეგებზე, რომლებთანაც წინა დღე გავატარე და რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. დავიწყე კონტაქტების ძიება და ყველაზე ბედნიერება იყო ის მომენტები, რომ მახსენდებოდა, რომ მე პირბადით ვიდექი მათთან. მეორე სამი დღე არის გააზრება, რომ ამ ინფექციასთან ხარ მარტო, შიში იმისა, რომ სიმპტომატიკა იმატებს. 

დღეში გავდიოდი 5 ათას ნაბიჯს. კარგი იყო, რომ არ ცხრებოდა ზარები. ეს მკურნალობის მეორე მხარეა, როცა გამხნევებენ. ემოციები არის გადამწყვეტი. მე მეორე სამ დღეში მივხვდი, რომ ეს შიშის ემოციები უნდა გადავტეხო.

ვგრძნობდი, როდესაც სტრესში ვიყავი, მიჭირდა სუნთქვა. ჩემი ფილტვები ვერ უძლებდა აჩქარებულ გულისცემას. მესამე სამი დღე არის იმისა, რომ ნელნელა ეს სიმპტომები სტაბილურდება, იკლებს. ბოლოს უკვე, 48 საათის განმავლობაში, რომ აღარანაირი სიმპტომი აღარ გაქვს, გაქვს იმის განცდა, ადრე ხომ არ გამოხვედი. ალბათ სხვებს ეშინიათ შენთან კომუნიკაცია და ესეც არის ერთგვარი შიში. მახსოვს, როცა პირველ დღეს შვილებთან ვიკონტაქტე, ვშიშობდი, ადრე ხომ არ გამოვედი. დღეს არის შიშის ბოლო დღე, როდესაც მოვედი და დავინახე ჩემი თანამშრომლები, რომელთაც ჩემი არ ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ყველაზე მწვანე ადამიანი ვარ აქ. 

რეალურად, მსუბუქ შემთხვევებში, ვირუსი არის ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელი, თვითონ, სიმპტომატიკით, უფრო შემაწუხებელია ის შიში, რომელიც დაითესა კოვიდზე, ამ 10 თვის განმავლობაში. შიში, რომელიც ალბათ ყველაზე დამანგრეველია“, - ამბობს თიკა ფაცაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system