თავში

"ალბათ, სწრაფად მოძრაობდა და მუხრუჭებმა გაუცხელა" - შატილში სხვა ტურზე მყოფი მძღოლი ვერსიებზე საუბრობს

"ალბათ, სწრაფად მოძრაობდა და მუხრუჭებმა გაუცხელა" - შატილში სხვა ტურზე მყოფი მძღოლი ვერსიებზე საუბრობს
ალბათ, სწრაფად მოძრაობდა და მუხრუჭებმა გაუცხელა - შატილში სხვა ტურზე მყოფი მძღოლი ვერსიებზე საუბრობს

"მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდნენ უკან, დათვიჯვარიდან, არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მე ჩამოვდივარ იქიდან მე-2 სიჩქარით და ალბათ, მესამე სიჩქარით ჩამოვიდა," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, შატილში ავარიის დღეს სხვა ტურზე მყოფმა მძღოლმა განაცხადა.

"მუხრუჭებმა გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. გზა კარგი იყო, ზოგი ამბობს, ტალახიან გზაზე რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო, მშრალი გზა იყო. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო. მეც გავაჩერე და ვკითხე, რა ხდება, როგორ ხარ-მეთქი, არაფერი, კარგადო. რაღაცას აკეთებდა მანქანაში. მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი და არაო, თუ გაგიცხელა, მითხარი მეთქი, მე ვუთხარი, ხალხიც იქ იყო და, არაო,"- განაცხადა რამაზ სებისკვერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system