თავში

ალბათ, უკვე დავამარცხეთ ვირუსი - კახი კავსაძის ძმის კომენტარი

ალბათ, უკვე დავამარცხეთ ვირუსი - კახი კავსაძის ძმის კომენტარი
ალბათ, უკვე დავამარცხეთ ვირუსი - კახი კავსაძის ძმის კომენტარი

კახის  მდგომარეობა სტაბილურია და ჯანმრთელობის გაუმჯობესების დინამიკა შენარჩუნებულია, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

მისი ვარაუდით, კახი კავსაძემ კორონავირუსი უკვე დაამარცხა და ახლა ორგანიზმის აღდგენითი პროცესი იქნება მთავარი.

"კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველაფერი კარგად არის და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. ჩემი აზრით, კოვიდი, ალბათ, უკვე დავამარცხეთ. ახლა უკვე ორგანიზმის აღდგენითი პროცესი იქნება მთავარი", - განაცხადა იმერი კავსაძემ Report.ge-სთან.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system