თავში

ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს

ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს
ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ აცხადებს. 

გილოცავთ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს! მადლობა ექიმებს“ , - წერს მოწერელია Facebook გვერდზე.

ეს პაციენტი 67 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან დაბრუნდა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სწორედ ის იყო პირველი მოქალაქე, ვისაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა. მან მკურნალობის კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system