თავში

ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს - კალაძე

ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს - კალაძე
ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის ტრაგიზმს - კალაძე

ტატუნაშვილის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო, ამავდროულად, გვარწმუნებს, რომ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე წერს.

კალაძის თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო.

"არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო და ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ეს არის ჩვენი ვალი ამ ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი ვალი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას.

საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო!" - აღნიშნავს კახა კალაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system