თავში

"ამ დილით გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი მოქალაქე" - დავით გადელიას ემოციური პოსტი

"ამ დილით გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი მოქალაქე" - დავით გადელიას ემოციური პოსტი
ამ დილით გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი მოქალაქე - დავით გადელიას ემოციური პოსტი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ქართველი არქიტექტორისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიორგი ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ჩემს თავზე ვიტყვი, სხვას რომ არ ეწყინოს; ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ბოლო დროს, გარემოების გამო, ცოტა მეტად დავჭირდით ქალაქს და მოქალაქეებს და ქალაქმაც ჩვენი ყოველდღიური, ნამცეცა შრომა ასმაგად დაინახა, ასმაგად დააფასა და შარშან ჩემთვის უხერხულობამდე დიდი- თბილისის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭა. უღრმესი მადლობა ცხადია, მაგრამ მაინც ეს დაფასება მსოფლიოში მიდინარე ამ მოვლენების, დროებითი ჭირის გამოძახილი და პასუხია.

ამ დილით გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოღვაწეობა იყო ქალაქზე ზრუნვა, თავისი საყვარელი ქალაქის (და არა ცალკე კორპუსების) შენება, ათეული წლების განმავლობაში! მართლაც, ყოველი წლის საპატიო და ყველასათვის საყვარელი მოქალაქე გიორგი (გიგა) ბათიაშვილი!

ძალიან ვწუხვარ. თითქოს გუშინაც კი იმედიანად ვიყავით, მაგრამ ავმა სენმა სასიცოცხლო ძალები გამოულია..

დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა...", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system