თავში

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ - მინისტრი აცრის შემდეგ

ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ - მინისტრი აცრის შემდეგ
ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ - მინისტრი აცრის შემდეგ

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჩხერის საავადმყოფოში აცრას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს. 

"გუშინ გაისმა საყვედური მედპერსონალთან დაკავშირებით, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე. მე რა თქმა უნდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ კლინიკის წინაშე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი. აქ მომუშავე პერსონალს აქვს მაღალი ტრადიცია და გამოცდილება სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის და რა თქმა უნდა ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, მე ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე იმ კლინიკის პერსონალისთვის სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი. ჩავთვალე, რომ აქ ჩატარებული ჩემი ვაქცინაცია იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და მოტივაციის მიმცემი, როგორც საჩხერის კლინიკის პერსონალისთვის, ისე რეგიონისთვის.

უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა მე არ გავიკეთებდი ვაქცინას. სწორედ ამისვთის შევავსე სპეციალური კითხვარი. ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ კარგად" - განაცხადა ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჩხერის საავადმყოფოში გაიკეთა.

მინისტრი "ასტრაზენეკას" ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system