თავში

ამ პირობებში კლუბების გახსნა არის დამატებითი რისკი - თამარ გაბუნია

ამ პირობებში კლუბების გახსნა არის დამატებითი რისკი - თამარ გაბუნია
ამ პირობებში კლუბების გახსნა არის დამატებითი რისკი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტრო კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს.

თამარ გაბუნიას თქმით, კლუბების გახსნა კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელების დამატებით რისკებს ქმნის.

"დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system