თავში

"ამ სიხარულს, ამ მილოცვას, თან ახლავს ერთგვარი სევდაც..." - ნიკა მელია

"ამ სიხარულს, ამ მილოცვას, თან ახლავს ერთგვარი სევდაც..." - ნიკა მელია
ამ სიხარულს, ამ მილოცვას, თან ახლავს ერთგვარი სევდაც... - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მელია სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, ზურაბ დათუნაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

"სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მინდა მთელი სულით და გულით მივულოცო. ამ სიხარულს, ამ მილოცვას თან ახლავს ერთგვარი სევდაც...

ჩვენი ქვეყნის უკუღმართობამ, ფედერაციაში არსებულმა განუკითხაობამ იგი იძულებული გახადა სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა და მისი წარმატება მისი სამშობლოს წარმატება არ ყოფილიყო.

ზურას მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა რომ ის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს, მისი წარმატება ჩვენი ყველას და შესაბამისად საქართველოს წარმატებაა!", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system