თავში

"ამ სისასტიკის თანამონაწილეა ყველა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობს,"- ჩანადირი

"ამ სისასტიკის თანამონაწილეა ყველა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობს,"- ჩანადირი
ამ სისასტიკის თანამონაწილეა ყველა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობს,- ჩანადირი

"ღმერთო, რაჭაში 19 წლის ბიჭებს ცემით 29 ბიჭი მოუკლავთ. საიდან აქვთ მოზარდებს ასეთი სისასტიკე? რამ გააბოროტათ?,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

"საქართველომ დაკარგა ის გარდაცვლილიც და ეს მკვლელი ბიჭებიც.

მე ვფიქრობ. ამ სისასტიკის თანამონაწილეა ყველა, ვინც სიძულვილის ენით ლაპარაკობს, ვინც ძალადობას ქადაგებს, ვინც დამნაშავეებს არ სჯის, ვინც საკუთარ შვილებს სიყვარულს არ ასწავლის და სითბოს არ უზიარებს.

ძალიან ვწუხვარ ამ სისასტიკით გამოწვეული უბედურების გამო.

ვიზიარებ მწუხარებას."- წერს ჩანადირი.

ცნობისთვის, ამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა ვლასი აბუთიძეა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ორი პირი.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში დღეს 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system