თავში

ამ წუთებში, სოფელ ნიქოზსა და ცხინვალს შორის მავთულხლართებს ავლებენ

ამ წუთებში, სოფელ ნიქოზსა და ცხინვალს შორის მავთულხლართებს ავლებენ
ამ წუთებში, სოფელ ნიქოზსა და ცხინვალს შორის მავთულხლართებს ავლებენ

სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს განაგრძობენ.

სამხედროები სოფელ ნიქოზსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, ამ წუთებში რკინის ბოძებსა და რკინის ღობეს ამონტაჟებენ. 

ე.წ. ბორდერიზაციაზე ხუთი სამხედრო მუშაობს.

 მავთულხლართებით ახალი ღობის მონტაჟი ნიქოზთან უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას 14 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა, უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურდა „ცხელი ხაზი“, ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system