თავში

ამ ვერსიას მიაწვებიან სახელისუფლებო მედიებით, ეკლესიებით და ბოტების არმიით - ზურაბ ჯაფარიძე

ამ ვერსიას მიაწვებიან სახელისუფლებო მედიებით, ეკლესიებით და ბოტების
ამ ვერსიას მიაწვებიან სახელისუფლებო მედიებით, ეკლესიებით და ბოტების არმიით - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამოძიების სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს. 

"ექსპერტიზას და გამოძიების დასრულებას რომ ელოდება იმ ხალხისთვის:

გამოძიება აღმოაჩენს ამ ოპერატორზე თავდამსხმელთაგან ერთის ან ორის ძველ, ჭაბუკობის პერიოდის ფოტოს, სადაც ისინი ფიქსირდებიან ოპოზიციის, იდეალურ შემთხვევაში ენმ-ის აქციაზე ან რომელიმე ლიდერთან ერთად და დაადგენს რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, დადგმული ოპოზიციის მიერ, რომელმაც გასწირა უდანაშაულო ადამიანი რათა ქვეყანაში დაეთესა ქაოსი და ხელში აეღო ძალაუფლებაიმ ერთს ან ორს დასჯიანოღონდ სანამ დასჯიან, სხვისიანად გამოაცხადებენთავისიანის დასჯა არ მოსულა, მომავალში ისევ დასჭირდება ეს ხალხი საპატრიარქოს და ოცნებასამ ვერსიას მიაწვებიან სრული სიმძლავრით, სახელისუფლებო მედიებით, ეკლესიებით და ბოტების არმიითდა თუ ვინმეს იმედი გაქვთ რომ ეს ხისთავიანი ველურები ამას არ ჭამენ, ძალიან სცდებით," - წერს ზურაბ ჯაფარიზე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system