თავში

"ამას რომ წაიკითხავ, მერე რომ გაიაზრებ..." - გიორგი ფხაკაძე სამწუხარო ინფორმაციას ეხმაურება

"ამას რომ წაიკითხავ, მერე რომ გაიაზრებ..." - გიორგი ფხაკაძე სამწუხარო ინფორმაციას ეხმაურება
ამას რომ წაიკითხავ, მერე რომ გაიაზრებ... - გიორგი ფხაკაძე სამწუხარო ინფორმაციას ეხმაურება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს report.ge-ს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა. 

როგორც ფხაკაძე წერს, რაც დღეს ხდება, სამამულო ომის ტოლფასია, ხოლო გარდაცვლილები მემორიალსა და პატივისცემას იმსახურებენ. მისივე თქმით, არსებული შედეგი ყველას ბრალია. 

"ამას რომ წაიკითხავ, მერე რომ გაიაზრებ …. სამამულო ომის შემდეგ ყველა დასახლებულ პუნქტში გმირულად დაღუპულების მემორიალები აიგო, სადაც შეგეძლო, პატივი გვეცა ბრძოლაში დაღუპული გმირებისთვის…..

დღეს ზუსტად იგივე ხდება. მე-3 სამამულო ომია და ყველა დაღუპული ზუსტად ამ მემორიალებზე უნდა იყვნენ,, რომ პატივი უნდა მივაგოთ და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს …

14000-ზდ მეტი საქართველის მოქალაქე გარდაიცვალა და ეს ციფრი იზრდება, იზრდება, იზრდება….. ვისი ბრალია?!

ყველას ბრალია …" - წერს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system