თავში

"ამას სხვა არგუმენტი არ სჭირდება" - აკაკი ზოიძე

"ამას სხვა არგუმენტი არ სჭირდება" - აკაკი ზოიძე
ამას სხვა არგუმენტი არ სჭირდება - აკაკი ზოიძე

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრა, - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, იმუნიზაციის წახალისების მიზნით გაცემული ერთჯერადი კომპენსაციები კარგი ქმედითი ბერკეტი იყო. აკაკი ზოიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელია.

„ამისთვის კარგი ქმედითი ბერკეტი იყო ის ერთჯერადი კომპენსაციები, რაც გაიცემა წახალისების მიზნით საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარტო ნოემბერში 52 000 ადამიანი აიცრა დამატებით, სწორედ ამ გასაცემლის შემოღების შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოსახლეობა ავცრათ. 99% გარდაცვლილების არის აუცრელი. ეს ციფრები თვითონ მეტყველებს, ამას სხვა არგუმენტი აბსოლუტურად არ სჭირდება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system