თავში

ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი... ვგრძნობ საფრთხეს - გიული ალასანია

ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი... ვგრძნობ საფრთხეს - გიული ალასანია
ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი... ვგრძნობ საფრთხეს - გიული ალასანია

კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, გორის ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ბოლოს რომ ვნახე, იყო სუსტად, უჭირდა სიარული და წოლა ერჩია. რაც შეეხება კმაყოფილებას, რით უნდა ვიყო კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც ჩვენს თავს ხდება, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყურადღება ნამდვილად აქვს, თუმცა მე არ ვარ ექიმი და შემფასებლად ვერ გამოვდგები. ზოგადად, ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის.

მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან. ვფიქრობ, არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს, მეგობრებს. ახლა რატომ შეწყდა ჩემთვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system