თავში

ამერიკულმა ინსტიტუტმა საქართველო COVID 19-თან ბრძოლაში სანიმუშოდ დაასახელა

ამერიკულმა ინსტიტუტმა საქართველო COVID 19-თან ბრძოლაში სანიმუშოდ დაასა
ამერიკულმა ინსტიტუტმა საქართველო COVID 19-თან ბრძოლაში სანიმუშოდ დაასახელა

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა, ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. 

"საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო, როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ თავდაცვით ღონისძიებებზე ისაუბრა და განმარტა, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლა.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში: პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემებისა და რეგიონული კოორდინაციის შესახებ 2 აპრილს მოეწყო.

მოლოდინია რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეანელოს ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პანელში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system