სამშაბათს, 24 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში +25 გრადუსამდე გათბება.
უნალექოდ ჩაივლის დღე დასავლეთ საქართველოშიც. ბათუმში 24, ზუგდიდში კი 25 გრადუსი სითბო იქნება. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში.
თბილი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. ლაგოდეხში, სადაც + 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სიღნაღში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. ღამით კი ყინვაა მოსალოდნელი. ცაგერში სინოპტიკოსები 25 გრადუსი სითბოს პროგნოზირებენ. 12 გრადუსი სითბო იქნება ბახმაროში , ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.
გვანცა ჭანტურია
ავტორი