8 ოქტომბერს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.
დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც +26 გრადუსი სითბო იქნება.
+28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ქუთაისში.
ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +23 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი ამინდი იქნება მესტიაში, სადაც ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +23, ბახმაროში კი +18 გრადუსი იქნება.
გვანცა ჭანტურია
ავტორი