თავში

ამირან გამყრელიძე: 20 579 საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიეთ 

ამირან გამყრელიძე: 20 579 საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიეთ 
ამირან გამყრელიძე: 20 579 საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიეთ 

საქართველოში კორონავირუსზე 20 579 საეჭვო შემთხვევა გამოიკვლიეს- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით ამ ციფრიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 604 პაციენტს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ამირან გამყრელიძის განცხადებით ყოველდღიურად იმ პირთა რაოდენობა ვინც კორონავირუსი დაამარცხა, აჭარბებს იმ პაციენტთა რიცხვს ვისაც დაუდასტურდა ვირუსი.

„უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში, მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ ღონისძიებების შემსუბუქების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system