თავში

ამირან გამყრელიძე: არავითარი ჩაკეტვა არ იქნება

ამირან გამყრელიძე: არავითარი ჩაკეტვა არ იქნება
ამირან გამყრელიძე: არავითარი ჩაკეტვა არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით აჭარა არ ჩაიკეტება. 

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება, არც ბათუმის და არც აჭარის. ინფიცირებულთა რაოდენობა არ არის იმდენი, რომ რადიკალური ზომები იქნას მიღებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბათუმში უკვე 8000-მდე ტესტი ჩატარდა, ეპიდემიოლოგიური კვლევები კი გრძელდება. ამასთან, ის ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია და განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system