თავში

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი მზად არის

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი მზად არის
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მზად, თუმცა, შემდეგ სიმძლავრეების გაზრდა იქნება საჭირო.

მისივე ინფორმაციით, უკვე გადაამზადეს ექიმები და ექთნები. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 370-მდე პუნქტია, რომელიც, წლის განმავლობაში, რუტინული იმუნიზაციის ფარგლებში, მილიონამდე აცრა-ვიზიტს ატარებს.

„თუმცა, როგორც ვაქცინაციის გეგმაშია ასახული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელია 1 670 000 ადამიანი, ორჯერადად. იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% აიცრას, 3.9 მილიონი ვაქცინა გვჭირდება. როცა მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაიწყება, ამისთვის საჭირო იქნება სიმძლავრეების გაზრდა. ეს ალბათ გაზაფხულზე იქნება, როცა მასობრივი კამპანია დაიწყება, მანამდე ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა მომზადებული, მზადაა ცივი ჯაჭვი და ექიმებიცა და ექთნებიც გადამზადებულები არიან", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system