თავში

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მშვიდდება

ამირან გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მშვიდდება
ამირან გამყრელიძე: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მშვიდდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით  იმ ფონზე, როდესაც ტესტირება გაფართოებულია, ნაკლები ინფიცირებული ვლინდება.

„კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system