თავში

ამირან გამყრელიძე: მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას

ამირან გამყრელიძე: მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას
ამირან გამყრელიძე: მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას

ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, რომელსაც დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სტუმრობდნენ და ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

„პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system