თავში

ამირან გამყრელიძე: მინდა, მივმართო კოლეგებს

ამირან გამყრელიძე: მინდა, მივმართო კოლეგებს
ამირან გამყრელიძე: მინდა, მივმართო კოლეგებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

გამყრელიძის განმარტებით, მათი დაინფციირების ალბათობა დიდია. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ არის.

„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან სამედიცინო პერსონალში ინფიცირებამ ისევ მოიმატა. დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 209 შემთხვევა. იცით, რამდენად კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, რადგან ისინი სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ჯერჯერობით ჩვენთან სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი ექვს პროცენტზე მეტი არ არის. ეს არაა მაღალი, მაგრამ თითოეული დიანფიცირებული სამედიცინო პერსონალი გარკვეული დროის განმავლობაში აკლდება ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ, ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ყველა ის ღონისძიება, რომელიც რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებებში.

მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება უკვე საოჯახო პირობებში ხდება და გვაქვს ოჯახური გავრცელების შემთხვევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system