თავში

ამირან გამყრელიძე: პრემიერთან განვიხილეთ ყველა სცენარი

ამირან გამყრელიძე: პრემიერთან განვიხილეთ ყველა სცენარი
ამირან გამყრელიძე: პრემიერთან განვიხილეთ ყველა სცენარი

ჩინეთს გარეთ გვაქვს სერიოზული პანდემია, აქედან წამყვანია იტალია და შემდეგ არის ირანი და ესპანეთი,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. რაც შეეხება საქართველოს, ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში ამ დროისთვის 43 რეგისტრირებული შემთხვევაა, მათგან უმეტესობა არის იმპორტირებული.

ამირან გამყრელიძის თქმით საქართველოში გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და მათგან მხოლოდ 43-ს დაუდგინდა კორონავირუსი.

ამირან გამყრელიძემ განცხადება პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით განხილული იქნა სხვადასხვა სცენარი და მოხდა შეჯერება გარკვეულ საკითხებზე, მათშორის საქართველოში ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ.

ამირან გამყრელიძის თქმით ამ დრომდე ინფექციის შეკავებასთან დაკავშირებით ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგა. 

გავიარეთ ყველა საკითხი, თუ რა კეთდება ეპიდემიის პრევენციის, შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ეს ნაბიჯები, რასაც დღეს ქვეყანა დგამს, რამდენად არის შესაბამისი იმ საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რომლებსაც დღეს დიდი ინსტიტუციები იძლევიან, ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი; ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითვალისწინებთ ჩვენ ჩინეთის გამოცდილებას, სამხრეთ კორეის გამოცდილებას, რომელიც ასევე წარმატებული მაგალითია, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პრაქტიკას და შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე. განვიხილეთ სცენარები, რომელიც შეიმუშავა ჯანდაცვის სექტორმა, ასევე, დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ე.წ. მათემატიკური მოდელირების მაგალითების სხვადასხვა ვერსიები ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და ამის შესახებ იყო დისკუსია,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system