თავში

ამირან გამყრელიძე: შემთხვევების ზრდა გვექნება

ამირან გამყრელიძე: შემთხვევების ზრდა გვექნება
ამირან გამყრელიძე: შემთხვევების ზრდა გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ქვეყანაში მოიმატებს. 

„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში, დღეს იყო მინიმუმი რვა შემთხვევა. ხოლო ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია, გახლავთ 140 ათასი, 60 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთ. ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system