თავში

ამირან გამყრელიძე: ტრანსპორტში კონდიციონერის ჩართვა შესაძლებელია

ამირან გამყრელიძე: ტრანსპორტში კონდიციონერის ჩართვა შესაძლებელია
ამირან გამყრელიძე: ტრანსპორტში კონდიციონერის ჩართვა შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა უკვე შესაძლებელია. ახალი გაიდალინის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ევროპის დაავადებათა ცენტრის უახლესი გაიდლაინი დაიდო 23 ივნისს. თუ ჩართულია კონდიციონერი, რომელიც შიდა ჰაერს არ ატრიალებს და გარე მიმოცვლას აკეთებს, ღია ფანჯრების პირობებში ასეთი კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გაიცა რეკომენდაცია ერთიან ეროვნულ გამოცდბთან დაკავშირებით, რომ ღია ფანჯრბის შემთხვევაში კონდიციონერების ჩართვა დასაშვებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტებს უნდა ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რომ ეს წესები გადმოვიტანოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც" - განაცხადა გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი კონდიციონერების ჩართვა ტრანსპორტში. 

"ტრანსპორტში უმთავრესად გამოყენებულია კონდიციონერები, რომელიც გარე სისტემებზე მუშაობს. ანუ ჰაერი შემოაქვს და გააქვს. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი - ფილტრები, რომელიც ამ კონდიციონერებს აქვს, უნდა იყოს ან ახალი გამოცვლილი, ან სათანადოდ დამუშავებული. მის პერიოდულ გასუფთავებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰაერის სწორი ცვლისთვის. თუმცა, მთავარი მითითება და მთავარი გზავნილი რჩება იგივე - დაიცავით დისტანცია, ატარეთ ნიღაბი და არ დაგავიწყდეთ ჰიგიენის წესების დაცვა. ამის გარეშე ყველანაირ ქმედებას აზრი ეკარგება" - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system