თავში

ამირან გამყრელიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

ამირან გამყრელიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
ამირან გამყრელიძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

15 ივნისს, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წარადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს - “საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2021-2025 და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“.

დოკუმენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა, “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყნაში ხორციელდება.

“არაგადამდები დაავადებები ავადობის, შრომისუუნარობის და სიკვიდილიანობის მთავარ მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. აგდ ნაადრევი სიკვიდილიანობის მთავარი მიზეზიც არის. აღსანიშნავია, რომ არაგადამდებ დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებით და სოციალურ, გარემო თუ სხვა დეტერმინანტებზე ზემოქმედებით. ამასთან ერთად, შესაძლებელია, უკვე დამდგარი ამ ჯგუფის ბევრი დაავადების სათანადო მკურნალობა და მართვა, რათა შენარჩუნებულ იყოს ცხოვრების მაღალი ხარისხი, თავიდან იქნეს აცილებული გართულებები და ნაადრევი სიკვიდილიანობა.

სტრატეგიის მოქმედების არიალი, არსებული დოკუმენტებისაგან განსხვავებით, გაფართოებულია და ნაცვლად ოთხი არაგადამდები დაავადებისა (გულ-სისხლძარღვთა დავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) და ოთხი რისკის ფაქტორისა (თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება,) დამატებით მოიცავს ვალდებულებებს ჰაერის დაბინძურების შემცირების და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

დოკუმენტი აღწერს არსებულ პრევენციის მექანიზმებს და მენეჯმენტის პრაქტიკას, განსაზღვრავს მომავალი 5 წლის პრიორიტეტებს, იძლევა რეკომენდაციებს და ინტერვენციებს, რომელიც ეფექტური და მისაწვდომია ქვეყნისთვის, აჩვენებს არსებულ რესურსებს და ხაზს უსვამს ხარისხის უზრუნველყოფისა და მულტისექტორული მიდგომების აუცილებლობას ნაადრევი სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშია აღწერილი“, - ნათქვამია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ინფორმაციაში.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ არაგადამდები დაავადებების მართვისა და პრევენციის სფეროში მომუშავე ეროვნული ექსპერტები, პროფესიული ასოციაციები. პროცესი ხორციელდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიასთან გამკლავებისთვის გამოყოფილი მხარდაჭერის ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system