თავში

ამირან გამყრელიძის განცხადება საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ

ამირან გამყრელიძის განცხადება საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ
ამირან გამყრელიძის განცხადება საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჯერ არ არის, თუმ­ცა კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კერძოდ, გამყრელიძის ინფორმაციით, ცენტრში რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ იმის დასადგენად, არის თუ არა მუტაცია გენომში.

მისივე თქმით, დადასტურების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა.

მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი გვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს იქ - ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება. 

გენომის სეკვენირება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა მოსახლეობას ვაუწყებთ. ვიცით, ბრიტანული და უკვე სხვა წყაროებიდანაც, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს და არ არის უფრო ვირულენტური, არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამას გადაფარავენ, ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ. ეს არ არის ახალი აღმოჩენა. ამის შესახებ ჯერ კდევ სექტემბერში იყო საუბარი. რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ. ამიტომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system