თავში

"ამის ჩამდენნი, საქართველოს სადღეგრძელოს დალევენ თვალებზე ცრემლმომდგარნი!" - გიორგი წვერავა

"ამის ჩამდენნი, საქართველოს სადღეგრძელოს დალევენ თვალებზე ცრემლმომდგარნი!" - გიორგი წვერავა
ამის ჩამდენნი, საქართველოს სადღეგრძელოს დალევენ თვალებზე ცრემლმომდგარნი! - გიორგი წვერავა

გორის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი წვერავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"აი ეს არის სირცხვილი!!!

ქალაქის ცენტრი, ერისთავის თეატრის წინა ფასადი!

მართლა არ მყოფნის სიტყვები იმდენად გაბრაზებული ვარ!

ვინც ეს გააკეთა დაფიქსირებულია კიდეც ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამის გასაჯაროვება ჩემი აზრით, უარეს შედეგს გამოიღებს, ამას არ ვაკეთებთ!

მაგრამ მომავალში ყველამ გაითვალისწინოს, რომ აუცილებლად გახდება საჯარო გორის შემარცხვენელი პიროვნება თუ პიროვნებათა ჯგუფი, ვინც არ უნდა იყოს ის, ახალგაზრდა თუ ასაკიანი.

გორელებო და არამარტო გორელებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ვიქონიოთ თუნდაც სულ მცირე ურთიერთპატივიცემა!

ალბათ ამის ჩამდენნი, დიდ სუფრაზე როცა დაჯდებიან, საქართველოს სადღეგრძელოს დიდი ყანწითაც დალევენ თვალებზე ცრემლმომდგარნი!", - წერს გიორგი წვერავა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system