თავში

ამის მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტისგან - კულუმბეგოვი

ამის მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტისგან - კულუმბეგოვი
ამის მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტისგან - კულუმბეგოვი

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, მოქალაქეებმა რეგულაციები მკაცრად დაიცვან, რათა ვირუსის გავრცელების მასშტაბები და სიჩქარე კონტროლირებადი იყოს.

"თეორიული დაშვება, მასში თავმოყრილი მუტაციები, უკვე იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ გარკვეულწილად, პრობლემები იქნება არსებულ იმუნიტეტთან. სამწუხაროდ, ახალი ტალღებისა და ინფექციის ახალი ძალით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან რთული სცენარია.

პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან. მე მოვუწოდებ ჩვენს ასაკოვან მოსახლეობას, როდესაც ისინი გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც დისტანცია ვერ ხერხდება, გამოიყენონ ორმაგი პირბადე ზამთრის პერიოდში, ეს იქნება მაქსიმალური დაცვა.

ამასთან, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კონტროლი. მსგავსი ღონისძიებებით ჩვენ მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ ამ ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და სიჩქარეს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system