თავში

ამისგან დაცული არ ვართ, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს - გამყრელიძე

ამისგან დაცული არ ვართ, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს - გამყრელიძე
ამისგან დაცული არ ვართ, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს სრულა ჩაანაცვლებს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

„წინა კვირაში გვქონდა ინდური შტამის 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ეს შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს. პროგნოზი ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ან ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და ამისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს - ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system