თავში

ამომრჩეველი 64 მერსა და საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევს

ამომრჩეველი 64 მერსა და საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევს
ამომრჩეველი 64 მერსა და საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევს

დღეს საქართველოს ამომრჩეველი 64 მერსა და საკრებულოების 2 068 წევრს აირჩევს. მათ უფლებამოსილება 4 წლის ვადით მიენიჭებათ. 

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.  40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. 

თბილისის საკრებულოში  მანდატები პროპორციული წესით მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system