თავში

ანა აბრამიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ანა აბრამიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ანა აბრამიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

რუსთაველ ახალგაზრდას, 35 წლის ანა აბრამიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. 

2020 წლის თებერვალში ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა მას სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

იმ დროიდან, ანა მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას. ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდგომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. 

რუსთაველი ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. 

ოპერაციის ჩატარების შემდეგ ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ შემდეგი ანგარიშის ნომრებზე, ასევე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც შეუძლიათ. 

თიბისი ბანკი: GE21TB7671645061100002;

საქართველოს ბანკი: GE23BG0000000100997087 მიმღები ანა აბრამიშვილი. 

მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც, მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის - 0901701322. 

Paypal: [email protected] 

პირადი ნომერი: 35001050566

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system