თავში

ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა

ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა
ანა დოლიძე მეორე შვილის დედა გახდა

პარტია "მოძრაობა ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და პოლიტიკოსს მეორე შვილის დაბადებას ულოცავენ. 

ანა დოლიძემ 40 წლის ასაკში მესამედ იქორწინა და მეორე შვილი შეეძინა. პოლიტიკოსს ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე ჰქონდა, თუმცა წყვილმა ქორწილის გადახდა პანდემიის გამო ვერ მოახერხა.

ანა დოლიძე მეორე ნახევრის ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ სანამ შეძლებს, დამალავს.

„ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია და სრულიად აპოლიტიკური ადამიანია. ვინაობას არ გეტყვით, სანამ შევძლებ, ამასაც დავმალავ. ერთმანეთი კარგა ხნის წინ, ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანით. ყველაფერი თავისთავად განვითარდა. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის ჯვარი დავიწერეთ. კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“ - თქვა დოლიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system