თავში

ანი გაბეჩავამ პოლიციას მიმართა

ანი გაბეჩავამ პოლიციას მიმართა
ანი გაბეჩავამ პოლიციას მიმართა

ანი გაბეჩავას ადვოკატმა Report.ge-ს განუცხადა, რომ მედიაში გავრცელებული მასალების გამო, მათ მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში საჩივარი უკვე შეიტანეს. 

უფლებადამცველი ლიკა ბითაძე, Report.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გოგონა, რომლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და საჭირო გახდა ფსიქოლოგის დახმარება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა, არის ძალიან მძიმე და იმყოფება დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. პირველ რიგში, ის განიცდის, რომ ეს ბავშვი მის დაბადების დღეზე გარდაიცვალა და ამას ემატება, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიღებული საზოგადოების რეაქცია. ამ ეტაპზე, ჩართულია ფსიქოლოგიც, რადგან მდგომარეობა არის უმძიმესი. ზოგადად, შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან, მაქსიმალურად თანამშრომლობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მას, უკვე მიცემული აქვს ჩვენებაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწყებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებზე, ჩვენ უკვე მოვახდინეთ რეაგირება და მივმართეთ მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს. სამართალდამცველებისგან ვითხოვთ, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოფილი იქნას ანი გაბეჩავას უსაფრთხოება," - განუცხადა ლიკა ბითაძემ, Report.ge-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system