თავში

არ არის კარგად, აღენიშნება გამოკვეთილი სისუსტე - სააკაშვილის პირადი ექიმი

არ არის კარგად, აღენიშნება გამოკვეთილი სისუსტე - სააკაშვილის პირადი
არ არის კარგად, აღენიშნება გამოკვეთილი სისუსტე - სააკაშვილის პირადი ექიმი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის კარგად და მას ამჟამად გამოკვეთილი სისუსტე აღენიშნება.

მისივე თქმით, ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ის კვლავ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

"ეს მედიკამენტი დაინიშნა რუსთავის კლინიკაში. ეს იყო საძილე საშუალება. ამ წამლის მიღება შევწყვიტეთ პარასკევს, პირველი სასამართლოს წინ. ჩემი თვალით ვნახე ისტორია, რომ დოზების გაზრდა იგეგმებოდა. დაახლოებით ათჯერ მეტი დოზა ინიშნებოდა. ეს ითვლება საშუალოზე მეტ დოზად და გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და უფრო მძიმე მდგომარეობას. თუკი ის ამ გაზრდილ დოზებს მიიღებდა, ის ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს დოზები დაინიშნა გორის ჰოსპიტალში, ფსიქიატრის მიერ. არ ვიცი, ვინ იყო ის.

შეუძლებელია, არცერთი ექიმი ხელს არ მოაწერს მის რუსთავის ციხეში ეტაპირებას. მე ასეთ ექიმს არ ვიცნობ, არც საქართველოში და არც მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system