თავში

"არ დატოვოთ სარეცხი გარეთ, იგეგმება დეზინფექცია"- ცრუ განგაში სოციალურ ქსელში

"არ დატოვოთ სარეცხი გარეთ, იგეგმება დეზინფექცია"- ცრუ განგაში სოციალურ ქსელში
არ დატოვოთ სარეცხი გარეთ, იგეგმება დეზინფექცია- ცრუ განგაში სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვერტმფრენით დეზინფექცია იგეგმება, ტყუილია. ინფორმაცია სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო, საიდანაც მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ღამის 11 საათიდან დაიწყებოდა დედაქალაქის შეწამვლა და ურჩევდნენ, ამ პერიოდისთვის სახლებში დარჩენილიყვნენ. მალევე ინფორმაციას გამოეხმაურა თბილისის მერიის პრესსამსახური. მანანა თოქმაჯიშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია "ბოროტი ხუმრობაა".

"მეგობრებო, არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).
აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ...სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!,"-წერს მანანა თოქმაჯიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system