თავში

"არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო" - მამა პეტრე

"არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო" - მამა პეტრე
არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო - მამა პეტრე

"ჩემო ძვირფასებო ლაპარაკი ჯერ არ დამიწყია, ეს მხოლოდ პროლოგია, არ მინდა ლაპარაკი დავიწყო, ბევრ რამეს ვგულისხმობ და არა მხოლოდ სოციალურ ფონს",  – ამის შესახებ მამა პეტრემ განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლობას არასდროს შეეგუება.

"არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური სპექტრი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ, რეალური შიმშილით. ეს არის ხელისუფლების ბრალი. არ მინდა, ჩემს უკან ათასობით ოჯახს შუქი ჩაუჭრან იმიტომ რომ კომუნალურებს ვერ გადავიხდით. 

ჯერ სულიერი ჩუქი ჩაგვიქრეს, "ოცნება" მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვი სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს", – განაცხადა მამა პეტრე კოლხმა "რეაქციაში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system