თავში

არ გამოვრიცხავ, შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ტიკარაძე

არ გამოვრიცხავ, შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ტიკარაძე
არ გამოვრიცხავ, შეზღუდვები ისევ დაწესდეს - ტიკარაძე

არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს ჟურნალისტებს საჩხერის კლინიკაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, აცრის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მას ღრმად სწამს, რომ მოსახლეობას და ბიზნესს ეყოფა გონიერება და მესამე ტალღას მინიმალური შეზღუდვებით დავძლევთ.

"არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები ეს არის ეფექტური გზა. თუმცა კიდევ ერთხელ მივუთითებ, მე ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, ასევე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ასევე ბიზნესს ეყოფა პასუხისმგებლობა და ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებებს, რომელსაც შრომითი ინსპექცია მიუთითებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეპიდემიოლოგები მიუთითებენ და ჩვენ შევძლებთ, რომ ბიზნესის მინიმალური შეზღუდვით შევძლოთ დავძლიოთ მესამე ტალღა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system