თავში

არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ - ცერცვაძე

არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ - ცერცვაძე
არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით საქართველოში გარდაცვალების რიცხვი რეკორდულად დაბალია. 

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის დამსახურება უნდა აღინიშნოს.

"ჩვენთან, ყოველდღე, ათის ფარგლებშია გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, ეს რეკორდულად დაბალი რიცხვია. ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი ადამიანი ჩვენთან კვდება, თორემ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, როგორც წესი, ორი, ან სამი ადამიანი კვდება. მოდით, ამას ნუ დავუკარგავთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს. ზოგჯერ, ამას ისე აგდებით მოიხსენიებენ, თითქოს, არაფერი არ არის. არადა, როგორ არ არის?! ერთი და იგივე როგორ არის, წელიწადნახევრის მანძილზე 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ და რატომ არ უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სისტემის და კლინიკსისტემის დამსახურება?!" - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system