თავში

არ მგონია, რამე შეიცვალოს - სააკაშვილის პირადი ექიმი

არ მგონია, რამე შეიცვალოს - სააკაშვილის პირადი ექიმი
არ მგონია, რამე შეიცვალოს - სააკაშვილის პირადი ექიმი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მეასამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა.

მან ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას.

"მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე მხოლოდ 2 დღის წინ. მექანიზმს ვერ გეტყვით, როგორ მოხდება ამ სამი კომისიის დასკვნის შეჯერება. როგორც ვიცი, სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია, ლომჯარიას კომისიამ მგონი, იგივე დასკვნებია. მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system