თავში

"არ მინდა ეს საჯაროობა მერე ტვირთად ექცეს" - რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ

"არ მინდა ეს საჯაროობა მერე ტვირთად ექცეს" - რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ
არ მინდა ეს საჯაროობა მერე ტვირთად ექცეს - რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც მას მარტოხელა დედამ მისწერა.

,,წერილები უამრავია, მაგრამ როცა შეჭირვებული ადამიანები წიგნებს ითხოვენ, მათ განსაკუთრებულ უჯრაში ვაწყობ. ეს წერილიც ასეთია. მას ავტორის თხოვნით ვაქვეყნებ, მაგრამ სახელს არ მივუთითებ, რადგან სირთულეები დროებითია და არ მინდა ეს საჯაროობა მერე ტვირთად ექცეს. წიგნები ამ პატარას უკვე გავუმზადე და თუ სხვა რამით დახმარებას გადაწყვეტთ, მომწერეთ და პირადად დაგაკავშირებთ წერილის ავტორს.

აი, წერილიც:

"ბატონო გიორგი, მე ვარ მარტოხელა დედა, 11 თვეა უმუშევარი ვარ და შემოსავალი აღარ მაქვს, სამწუხაროდ ჯანმრთელობა დავკარგე, მაქვს ქრონიკული დაავადება და ხერხემლის პრობლემები მკვეთრად გამოხატული, მჭირდება სისტემატური სახით წამლები და ექიმის კონსულტაცია საკუთარი ხარჯებით მიწევს, მოხუც დედასთან ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი, დედის პენსია ცოტა გვეხმარება, მშივრები არ ვართ.

მე მყავს 10 წლის ბიჭი, ონლაინ რეჟიმში სწავლობს, არ აქვს კომპიუტერი, ტელეფონის საშუალებით ახერხებს შესვლას, არ უნდა გაცდენა.

ქართულის მასწავლებელის დაჟინებული თხოვნით, ამის გამო მომიწია წერილის გამოგზავნა, კლასგარეშე წიგნების კითხვას ითხოვს, სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება ვიყიდო წიგნები,ბიბლუსმა გვაჩუქა ერთხელ, მაგრამ მასწავლებელი არ ჩერდება,ბავშვი საგანს უკვე გულგრილად უყურებს, მეცოდება მაგრამ რა ვქნა? მე ხომ სრულფასოვანი კვების ფულიც არ მაქვს, არ მაქვს ტანსაცმელის ფული მიწევს შარვლების დაკერება, ახალს ვერ ვყიდულობთ, მიჭირს უკიდურესად ეხლა პანდემიამ სულ სტრესში ჩამაგდო. გთხოვთ იქნებ შეეძლოთ სულ რამდენიმე წიგნით ჩვენი დახმარება, გეხვეწებით უარს ნუ მეტყვით."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system