თავში

"არ წასულან საჩხუბრად, მიზეზი იყო რომ ბავშვები დაბრუნებულიყვნენ მშვიდობით"- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა

"არ წასულან საჩხუბრად, მიზეზი იყო რომ ბავშვები დაბრუნებულიყვნენ მშვიდობით"- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა
არ წასულან საჩხუბრად, მიზეზი იყო რომ ბავშვები დაბრუნებულიყვნენ მშვიდობით- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა

"მე მაინტერესებს რამდენი ადამიანი ეტყვის უარს, გაჭირვებულ დღეში ჩავარდნილ ადამინს დახმარებაზე. იმ დღეს იყო ბებიასთან სტუმრად, მოვიდნენ ბავშვები, რომლებიც იყვნენ დასისხლიანებულები, ნიკა იცნობს მხოლოდ არჩილ გაგნიძეს და ვასილ მახარაძეს, მისი თაობის წარმომადგენლები არიან, სხვებს ნიკა არ იცნობდა,"- ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში", გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ განაცხადა.

ეკატერინე წულუკიძე აცხადებს, რომ შევიდნენ ბავშვები და მათ უთხრეს, რომ მოხდა ჩხუბი, იყვნენ დაბადების დღეზე, არ იციან რატომ დაზარალდნენ და იქ დარჩა ორი მეგობარი, რომელიც ასევე ითხოვდა შველას.

"რადგან ვიცოდით რომ კონფლიქტი გრძელდებოდა. შურისძიების მიზნით წასვლა სად ჩანს? წავიდნენ რომ წამოეყვანათ ის ორი ბავშვი. 

კითხვა მაქვს რა მოხდა, რატომ არ უნდა გამოძიებას, რომ სიმართლე გაირკვეს. აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა, ნათელი გახდებოდა, ვენდობოდი გამოძიებას იმ მომენტამდე ვიდრე საქმე გახსნილად გამოაცხადეს. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს ადვოკატებმა, მეც კი არ შემიძლია დეტალები გავიგო. 

საქმის მასალებს ძალიან კარგად ვიცნობ, რისი საშუალებაც მომეცა რომ აქამდე მენახა. გეტყვით, რომ ორი მანქანა კი არ წავიდა სპონტანურად, იქ ვინც იყო ფაქტობრივად ეზოში, ძალიან ბევრი მანქანა წავიდა. არ წასულან საჩხუბრად, მიზეზი იყო ის, რომ ბავშვები დაბრუნებულიყვნენ მშვიდობით. მათი ქმედებით, გამოჩნდა კიდეც რომ მაგისთვის არ წასულა. იმ დღეს ნარეკვავის დასახლებაში მანქანები წავიდა ნახალოვკიდანაც და საბურთალოდანაც, მაშინ უნდა დავუშვათ რომ ყველა შურისძიების მიზნით წავიდა?

ნიკა წავიდა იმ მოტივით რომ არ მომხდარიყო ახალგაზრდებს შორის კიდევ ჩხუბი, მივიდნენ აგარაკზე, ეს პატარა ბავშვები სწორედ იმიტომ იყვნენ მანქანაში, რომ გზა ეჩვენებინათ, ბევრი მანქანა ნახალოვკიდან დაბრუნდა იმის გამო, რომ არ იცოდნენ გზა სად უნდა წასულიყვნენ. ნიკა იჯდა ვახტანგ ჩიქოვანის მანქანაში,"- აცხადებს ეკატერინე წულუკიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system