თავში

,,არ უნდა დავუშვათ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

,,არ უნდა დავუშვათ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
,,არ უნდა დავუშვათ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს. 

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, თუ გვინდა ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, არ უნდა დავუშვათ, რომელიმე ადამიანი მსხვერპლი გახდეს.

,,ღირსების განსაკუთრებით შემლახველი გამოცდილების მქონე ადამიანებს ფსიქიატრიაში ენიჭებათ წამების მსხვერპლის სტატუსი. ეს რომ იცოდეთ მაინც.

სამწუხაროდ, მწამებლების ნაკლებობას ქვეყანა არ განიცდის და როცა მწამებლებს ქვეყანაში არ სჯიან და უფრო უარესი, პირიქით, ხელისუფლებები უწევენ ორგანიზებას, ის ქვეყანა ავადაა თავიდან ფეხებამდე.

მხარდაჭერა ანას.

ჩვენ თუ ნორმალური საზოგადოება გვინდა ვიყოთ, არ უნდა დავუშვათ, რომელიმე ადამიანი გახდეს მსხვერპლი", - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system