თავში

"არ ვნებდებით" - კლუბების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება

"არ ვნებდებით" - კლუბების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება
არ ვნებდებით - კლუბების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება

საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ღამის კლუბები იმ დადგენილი პროტოკოლით გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეათანხმეს.

მათი განცხადებით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, 22 დეკემბერს, 22-თვიანი ლოდინის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო.

"ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი. ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს. 

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.

მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება:

თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია.ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system