თავში

არა მხოლოდ სამსახური უქმდება, არამედ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება - ლონდა თოლორაია

არა მხოლოდ სამსახური უქმდება, არამედ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება - ლონდა თოლორაია
არა მხოლოდ სამსახური უქმდება, არამედ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია  დღეს პარლამენტში მივიდა, სადაც კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ. როგორც ის აცხადებს, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით არამხოლოდ სამსახური უქმდება, არამედ ყველა თანამშრომელი გათავისუფლდება. 

"ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებპრიორიტეტია, ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, მე მექნება ჩემი კრიტიკული პოზიცია ამაზე.

კომიტეტების დროების შესახებაც ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი და ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონადმებლობად.

კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსეპქტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნეკლებად პრიორიტეტულია, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი დამოუკიდებელ სამსახურზე, რომელიც თავის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა", - აცხადებს ლონდა თოლორაია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system