თავში

"არა ონის კასკადს" სახელწოდებით ონში საპროტესტო აქცია იმართება

"არა ონის კასკადს" სახელწოდებით ონში საპროტესტო აქცია იმართება
არა ონის კასკადს სახელწოდებით ონში საპროტესტო აქცია იმართება

ონში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მდინარე რიონზე კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არაა გათვლილი, ამიტომ მთელ რეგიონს საფრთხე უმუქრება.

მოძრაობამ „არა ონის კასკადს” სარჩელით უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

"არ დავუშვებთ ონის კასკადის მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. ჰესი თუ აშენდება, რაჭა დაიცლება, საფრთხე შეექმნება ადგილობრივ მეწარმეებს და ტურისტულ სექტორს. ამიტომ მივმართავთ მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება", -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წევრებიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system